კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 14:30

 

 

 

პიტალო თხემზე ანაფრენი მსუბუქ ნიავით,

მსუბუქ ნიავით ცოდვილ მიწას დაშორებული,

ვიდექ ბედისა მომდურავი კაცთა სიავით,

კაცთა სიავით გულნატკენი, დაღონებული.


ვარსკვლავთა გუნდი ცას ეკვროდა სხივებმიმქრალი,

სხივებმიმქრალი სდარაჯობდა სიცოცხლის საზღვარს,

და ცის უფსკრულში მიმოჰქროდა ფიქრთ ნაპერწკალი,

ფიქრთ ნაპერწკალი, მოწყვეტილი დროთა ნიაღვარს...


სოფელს ეძინა, არ ისმოდა ქვითინი მწარე,

ქვითინი მწარე, მიწის მკერდით ამონაკვნესი,

ნისლს დაებურა მშობლიური ობოლი მხარე,

ობოლი მხარე სისხლში ნაბან, ცრემლში ნალესი!..


და ცის წიაღზე, ვარსკვლავთ შორის, შავი აჩრდილი,

შავი აჩრდილი სიკვდილისა იხატებოდა,

შავ სხივთ აფრქვევდა ცის კაბადონს ის ცელ-გაწვდილი,

და ცელ-გაწვდილი დედამიწას ემუქრებოდა...


პიტალო თხემზე ანაფრენი ნიავის ფრთებით,

ნიავის ფრთებით დედამიწას დაშორებული,

ციურ სიმბოლოს გავცქეროდი იდუმალ გრძნებით,

იდუმალ გრძნებით გამსჭვალული, დაფიქრებული...

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen