კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 09:16

 

 

 

ხელთ მიპყრია სალამური,

მორაკრაკე, საამური

და გაისმის ხმა ციური;

არე მარეს ეფინება,

- ყურსა უგდებს თვით ბუნება

და სიამით იღიმება.

დიადია ხელოვნება!

მისით ყველა იხიბლება

და ქედს უხრის, ემონება.

ის სძულს მხოლოთ შავს სატანას,

რომ გვიმღერის ბოროტ ნანას

და თან ლესავს ჩვენთვის დანას.

როცა ესმის, გულზე სკდება,

აზრთა ჯალათს ეკითხება:

„რად მიეცი ამის ნება?!!

მაგრამ სანამ შემწევს ძალი,

თუნდ მომიდვას ცეცხლის ალი

არ შევდრკები, ვით კლდე სალი.

და სალამურს - ამ ჩემს სატრფოს,

გაცივებულ გულის გამთბობს,

ვათქმევინებ ნანახ-ნაგრძნობს!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვარლამ რუხაძე  • • •   ვარლამ რუხაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen