|
ახალწლის ღამეს ჩემ გარდაცვლილ მეგობრებს ვუხმობ... ოთახში სიმონ ჩიქოვანი შემოდის უხმოდ და სუფრის თავში ჯდება, როგორც კაცი პირველი, - ჩემი მოკეთე და პოეტი გასაკვირველი!
მოსულა ისიც, ვისთან ყოფნა მესახელება, ვინც საქართველო სიტყვით მორთო და გაანათა, ბატონი გოგლა - ქართველების დიდი თამადა!..
მაქსიმე რილსკი, ზაბოლოცკი, ვიქტორ გოლცევი, მოდიან სხვებიც, ვისი ნახვა მე არ მეღირსა, უერთგულესი ქვეშევრდომნი ჩემი ქვეყნისა…
და ყველა საათს მიაჩერდა და დააკვირდა, უცებ ოთახში შემოიჭრა თვალანთებული, თმაშევერცხლილი პასტერნაკი, რომელსაც ახლდა
და თქვა ამ კაცმა: - ტიციიანი ვნახეთო ახლა!… "ტიციანიო?" - წამოცვივდნენ ჩემი სტუმრები, - სად იყო? - ქვემოთ… მართალს ვამბობ, არ გეხუმრებით!
რომ საუკუნის ყურადღებით დაუდაფნავი, ვერ მოვა ჩვენთან, რადგან სადღაც, სიცხადის მიღმა უნდა ეძებოს დაკარგული თავის საფლავი...
(მას, მე მგონია, კიდევ სურდა რაღაცა ეთქვა). ამ დროს ოთახი გაანათა სალუტის ალმა და სიჩუმეში ყრუდ გაისმა საათის რეკვა. |


