|
ჩამავალი მზე ანათებს წითლად დაბრეცილ მესერს, გუბეს თუ გუმბათს და ვიღაც თითქოს ხმამაღლა გვითვლის წამებს და ჰაერს, წყალივით ტუმბავს.
და ვეხიზნებით ფიქრის ქვეყანას და ყველაფრისთვის, რაც კი დამალა გულმა აქამდე, ვიხდით ბეგარას.
არ ადევს ლოდინს, სიყვარულს, ტკივილს, ვით ბოლო სიტყვა სულის დაფაზე აუხდენელი ოცნება კივის... |


