მთარგმნელი: ლელა მეტრეველი
|
სახურავზე უღრუბლო ცა ლურჯ ანარეკლს ტოვებს, სახურავთან ხე ირწევა, ანანავებს რტოებს.
ზარი რეკავს ციდან, ო, ეს შფოთვა დამქანცველი მოდის ქალაქიდან.
მარტივი და მშვიდი, მადლობა ღმერთს, აქ ცხოვრება თავისი გზით მიდის.
ცრემლს რომ ინაწილებ, რა უყავი, სად წავიდა შენი სიყმაწვილე? |


