მთარგმნელი: დავით წერედიანი
|
იმედი ბრწყინავს, როგორც გომში ჩალის ნაკრტენი. მთვრალი ფუტკარი სად დალანდე, მზე ადგას ოთახს, ჭუჭრუტანებში მოთამაშებს, წათვლიმე ცოტა, მანდ, მაგიდაზე იდაყვს თავი ჩამოაყრდენი.
არ მოგშორდები - ისევ აქ ვარ - შენსა თანავე. შენი შუადღის ზმანებებს და ძილს ვუნანავებ, დაგეფინება ვიდრე ღიმი ჩვილი ბავშვივით.
საოცარია, აკრეფილი ფეხისხმა ქალის რა მოგუგუნე ექოდ ჩასდევს მარტოკაცს მძინარს.
იძინე! კაჟის ნამსხვრევივით იმედი ბრწყინავს. ახ, კიდევ როდის აყვავდება იმედის ვარდი! |


