|
ქვას აქვს თავისი გემო და სუნი, ხან სიცივის და ხან სიცხის სუნი. ქვის ქვეშ ბალახი ამოდის ხოლმე, ბალახთან ქვების აწყვია ყორე. იქვე, ყორესთან ჩვენ ვზივართ ხოლმე... და როგორც წყურვილს და როგორც სურვილს, ქვას აქვს თავისი გემო და სუნი. და დამიჯერე, არა ვარ გულქვა, აი, ეს ქვა რომ მივიდო გულთან, - იგი გახდება ისეთი თბილი, იგი გახდება ისეთი რბილი, ისე სათუთი, და სისხლსავსე რამ რომ... როგორ გითხრა... მოკლედ ასეა... ქვის ქვეშ ბალახი ამოდის ხოლმე, ბალხთან ქვების აწყვია ყორე, ყორის გვერდით კი... ჩვენ ვზივართ ხოლმე... |


