კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 07:11

 

 

არ იწერება ლექსი უბრალოდ

ან უფულოდ ხარ, ანდა უქალოდ.

იქნებ პირიქით ქალუხვი სულაც

ბანკში დროულად გიხდიან ფულსაც.


განიცდი ცოლი დაუწვა თამაზს,

იქნებ პირიქით ოცნებობ ამას...

იქნებ გაღელვებს მეზობლის ქალი,

იქნებ გაკლია კიდური ცალი.


იქნებ სიმთვრალე დაგჩემდა ცუდი

და დილაობით არ გშველის ლუდი...

იქნებ დასტირი მეგობრებს წასულს,

ან შენი ნახვა მეგობრებს არ სურთ...


ვერ ეხმარები იქნებ მათხოვარს

არ ერიდება სხვა რომ განცხრომას.

იქნებ გინდა რომ გასცილდე ქალაქს

გაესაუბრო "იორიკის ქალას".


იქნებ ცრემლები აღარ გერევა

და აღარავინ არ გემტერება.

იქნებ დაეძებ დაკარგულ გრძნობას

სოციალისტურს მისტირი წყობას.


დილიდანვე ხარ უკვე დაღლილი,

იქნებ ზამთარში ცხოვრობ გახდილი.

ირგვლივ რაც ხდება თუ მიგაქვს გულთან,

თუკი განიცდის რაღაცას მუდამ.


გული რომ განცდით დაისერება,

ლექსებიც მერე დაიწერება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen