კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 20:39

 

 

აგვისტოს ოცდაცხრა, 

ცხელი მზე რომ დაცხრა, 

მალე დაიწყება "ხავერდის სეზონი" 

სექტემბრის თვისება 

- ქალაქი ივსება. 

მზეზე გარუჯული ქალების თეძონი.


ჩემი ინტერესი 

ღვინოა "ჰერესი" 

და იმ ქალებიდან, ის ერთი რჩეული. 

მას სხვისი ფერება 

არ შეეფერება, 

მისთვის გამივსია ლექსებით რვეული.


ვიყავი გრძნეული, 

როგორც მთვარეული, 

ჩემთვის უცხო იყო წამი მოსვენება, 

ვნებად ვიღვრებოდი, 

ღვინით ვერ ვთვრებოდი, 

ისე ვიქცეოდი, როგორც მას ენება...


მაგრამ საოცრება 

- გაფრინდა ოცნება 

და ეს ყველაფერი აღმოჩნდა სიზმარი. 

ცხადი - პროზაული: 

თამადა ზაური, 

ღვინო, მარტოობა, ლოქო და ქინძმარი!...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen