|
ვათვალიერებ ძველისძველ ალბომს. მესაუბრება, რას აღარ ამბობს. ყველა სურათი საოცრად მათბობს, მაშინაც, როცა ცივა და მათოვს.
სულ მაზომებდა საკუთარ ნაქსოვს. ეს კი ბაბუა! სურათზეც ბრაზობს თუ შვილიშვილი ჟარგონზე “ბაზრობს”.
იმ ასაკშია თორმეტს ფლობს ასოს. დედიკო ჩემი, რაღაცით ხარობს. ოცი წლისაა, ტუშს ჯერ არ ხმარობს.
- რა უნდა მასში მეზობელ ანზორს? ამ ბიჭსაც ვერ ვცნობ, წააგავს კარლსონს, ვიღაც დეიდა ატენის მაწონს.
რას იზამ, ზოგჯერ სიკვდილი ჭარბობს. და ამ ალბომში (ეს აზრი მართობს), მეც დავიმკვიდრებ გარკვეულ ფართობს. |


