კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 06:36

 

 

ერთი ამბავი გიამბოთ მინდა

(მაშინაც, ახლაც საათია შვიდი),

ეს როცა მოხდა, სულაც არ წვიმდა,

არც ქარიშხალი ყოფილა დიდი.


ვიღაცა გოგოს, ვიღაცა ბიჭი

ვარდებით ხელში ელოდა ხიდზე.

დროულად მოსვლა ეს არის ნიჭი,

მოკლედ შეთანხმდნენ, რომ ზუსტად შვიდზე.


მას არც სციოდა და არც სცხელოდა.

ყმაწვილი იყო საოცრად მშვიდი,

რადგანაც საათს რომ დასცქეროდა,

წუთები აკლდა, არ იყო შვიდი.


სამაგიეროდ ღელავდა მტკვარი

(თითქოს რაღაცას გრძნობდა ის ფლიდი),

აზვირთებული იყო ვით ხარი...

აჰა, შესრულდა კიდევაც შვიდი.


ბაბუაჩემი ასე ამბობდა:

"ახალგაზრდებმა დაკარგეთ რიდი".

გოგონა მოსვლას ჩანს არ ჩქარობდა.

შორს ჩამოტოვეს წუთებმა შვიდი.


ბიჭი აკივლდა ცრემლმორეული!

- ყველა მას სტოვებს, ღალატობს, გარბის.

როდემდე იყო ასე ეული?

შვიდს ვინღა ჩივის - ცხოვრება გადის.


რა შუაშია ამ ლექსში სამი ?

- გეტყვით: დათვალა, თავს უთხრა "მიდი",

მტკვარში გადახტა და მისი გვამი

იპოვეს, დილის რომ გახდა შვიდი.


ერთ რამეს გეტყვით, ნუ დაიბნევით:

ვინ გაექცევა - რაც უწერია...

თურმე წინა დღეს დადგენილებით

საათი უკან გადუწევიათ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen