|
ჩემი "მეორე მე”, მუდამ რომ დამსდევს თან, ხან ვაქე, ხანაც ვგმე, დავემორჩილე ხან. როგორც ყორანი მძორს. ის მე არაფრით მგავს - რატომ მიყრიან ჭორს? მასთან ყოფნა არ მსურს. მასზე თხოვნა არ ჭრის. ყვირის, მიყრუებს ყურს. ნებართვას არც კი მთხოვს. თეთრზე ის იტყვის შავს, არას მაგივრად - ხო-ს. (გადის მრავალი თვე)? - მე ვარ პირველი ის, თუ, ის, “მეორე მე?” |
| პოეზიის გვერდი • • • |


