კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 14:42

 

 

ქალი ვნახე კაფე "ნალში"

რაღაც ვნების ქარმა გამკრა,

ჩამივარდა გულში, თვალში

ის კი უცებ სადღაც გაქრა...


იმის შემდეგ დრო გავიდა,

დამავიწყდა ქალი თითქოს,

მაგრამ ვგრძნობდი, რომ არ მინდა

ვგრძნობდი სული ვნებას ითხოვს.


ვიხსენებდი მის ორ მნათობს,

ცისფერ სხივებს, რომ სტყორცნიდა

და ვხვდებოდი როგორ მათრობს

ის კი ალბათ სხვა კოცნიდა...


დამყვებოდა მცირე დარდი

და მირტყამდა როგორც დენი

ბავშვობიდან კი ვარ მარდი,

მაგრამ მაშინ დავიბენი.


არ ვიცოდი მისი გვარი,

სახელი და ეროვნება...

არ ვიცოდი ყავს კი ქმარი

იქნებ იმას ემონება?


მაგრამ ბოლოს მაინც ვნახე

ვერაზეა კაფე "გირჩა"

იქ დავუგე ლექსის მახე,

იქ კი ვეღარ გადამირჩა...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen