კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2026 20:28

 

 

 

დუქანშია ბოთლები,

ვითომ სუფთა სუფრა...

ისე მგვანან ლოთები,

რომ მეკვრება სუნთქვა...


ეკლესიაც არ მინდა,

ჯავრს თუ იყრის ჯვარი...

რწმენა სადღაც გაფრინდა,

რწმენა იქ არ არი.


მთავარია, მთავარი 

მთავარია რწმენა,

მაგრამ ნეტავ სად არი?

- ვერ ვიპოვე ვერა.


უნდა იყო მუდამ მზად,

რომ ვერ ნახავ სანდოს.

სინათლეა თითქოს გზად,

სიბნელეა ამ დროს.


ეს მთავარი ლექსია 

ვეუბნები უტყვებს...

დუქანი, ეკლესია

დაემსგავსნენ ტყუპებს...


მთავარია, მთავარი, 

მთვარია ვნება.

ამ დროს ვნება მავნეა,

ღმერთმა არ ინება.


მთავარია, მთავარი 

მთავარია რწმენა,

მაგრამ ნეტავ სად არი?

- ვერ ვიპოვე ვერა!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen