|
წითელი რაშებით მზის სხივი დღეს მოდის, დღეს მსურს მას ესმოდეს: გულში სიხარულის ხმაა დაფარული, ბალტონს ჩვენი ვარდი, ბალტონს ჩვენი ქება, ჩვენი სიყვარული.
ყვავილი დილისა მომღერალს მიართვეს ნამით დაცვარული, მგოსანს უგალობეს: შენ ჩვენი სინაზე, ჩვენი სიყვარული.
დღეს ის ჩვენთან არი, დღეს ჩვენთან სხივოსნობს მზის მადიდებელი, ცეცხლის მოხარული. მას ჩვენი ოცნება, ჩვენი ნეტარება, ჩვენი სიყვარული. |


