|
დაჯექ, დაწერე, დახატე, რითაც ცხოვრება ივსება, მიეც დამშეულ ქაღალდებს საშვილიშვილო თვისება.
მან ხალხი გააგულისა, გასინჯე ცეცხლის ღადარში სიმაგრე ლექსად თქმულისა,
სხვა მოწოდება მაღალი, ჰანგებით იანგარიშე ცხოვრების აყალმაყალი.
მიზანში მოეკიდება, დაწერე როგორ იზარდა ჩვენი თაობის დიდება.
ლიახვს გამართულ ანკესებს, როგორ აივსო სიმართლით ღარიბ ოჯახის ჰანგებზე.
და სიხარულზე მიწისა, ანდა პოემა განაგრძე დახვრეტილ ჯაფარიძისა.
მისი ველები გელიან, ან ახალ თვალით გახედო მურძაყან დადეშქელიანს.
დიდი წოდების პატრონი, რისთვის გააპო ხანჯალით რუსეთის გუბერნატორი.
შენთვის ულუფად ნაწერი, ახალ თქმულებად გახადე ამბავი სააკაძესი.
მას, ვინც სხვა ფიქრით გართულა, ბადალ, თანატოლ პწკარებით გვითხარ პუშკინი ქართულად.
გაძლევს გაკვეთილს ვადიანს, მას შენი სიტყვის მარულა თვალგატაცებით სწადია.
დამწყვდეულ სიტყვის აშვებით, ვარდებად გადმოგიყაროს დამზადებული ტაშები.
რაც ბუნებაში გელექსა, მიეცი სარჩო არხვატელ ფანდურზე კარგა მთქმელებსა.
შენი უბადლო ხელობა, და რომ სიმღერამ გასწიოს დროშების მაგიერობა.
რაც დარჩა გულის შიგნითა, რომ ამაყობდეს სამშობლო შენი მდიდარი წიგნითა.
წიგნს ეცეს თვალგამალებით, რომ შემდეგ ტკბილად დახუროს, როგორც ძილისთვის თვალები.
წრე გაიშლება განდაგან, შენც ხალხში დაინერგები დაუმარცხებელ ქანდაკად.
ძახილი დაუცხრომელი: დაჯდა, დაწერა, დახატა, და მოკვდა, როგორც მშრომელი. |


