|
უწინ განა მიწა იყო ეს მთლიანი ბარდი, ვინ ნახა და ვინ წაიღო ამ ბუნების დარდი?
დაუდუნა მაჯა? ქვეშ ჭაობი, ცა ნაცარა და მტირალი ყანჩა.
რომ მიუდგეს თოხი, ტყეში ტახი, დინგიანი დასცურავდა ოხვრით.
ეს ნაძრახი ჭალა; ეშინოდა კაცს ამ ტყესთან წვიმიანში ჩავლა.
გამარჯვება სადმე. ხავსი, როგორც დაწყვეტილი დაფლეთილი ბადე.
ამ დაბალში მაშინ; ან გულღია, ბეჯით გლეხის მუშაობას ბაღში.
ჩანგურის ტკბილ სიმებს, ამ ჯოჯოხეთს ვინ ახადა ეს სუდარა მძიმე?
მშობლიური დროშა, ეს ახალი ყორათია, ეს სოფელი მოსჩანს.
თუ ბორკილი დახსნეს, ეს დუღაბის ბოგირია, გადასული არხზე.
აღარც ხავსი ჰფარავს, ეს ახალი სახლებია, რომ ანათებს შარას.
ქვის მაღალი ხიდი, გაღმა დიდი სამწყესარი, საძოვარი დიდი.
რომ მოსცურავს გაღმა, ეს ბავშები ვინ არიან, რომ მღერიან თანხმად.
სულ წითელი ფერის; ეს მწყემსები გაჰყვირიან, ეს ბავშობა მღერის.
მწვანეთ მოელვარე, ეს აღმდგარი ყორათია - ახალგაზრდა მხარე. |
| პოეზიის გვერდი • • • |


