|
შემომაკლდება, დამეფანტა ნუთუ ოქრო და სისხლი, რომელსაც ვუზიარებ მთელ პოეზიას; თუ ჩემი სიტყვა შუადღეში ხანჯლად მოჰქროდა, ისევ ცხენზე ვარ და ვაგრძელებ კივილს დეზიანს.
იქნებ გვირგვინი მიტომ გატყდა და დაბურდულა, რომ ჩემი თესლის შვიდთვიანი ჩონჩხი მარხია პოეტთა ბაღში, სადაც ღამე მივალ ქურდულად.
რომელნიც სხედან ორბებივით და ბედს ზომავენ, თუ მომეწყინა - რუსთაველი შემომანათებს, და მაშინ ისევ საქართველოს გავალომავებ.
მჯერა ლექსები ისევ თავზე დამესხმებიან, თუ ერთხელ მაინც დამინახეთ მე დანაჩოქი, ეხლა ვაგრძელებ ისევ "ყანწებს" ოქროს ხმებიანს. |
| პოეზიის გვერდი • • • |


