|
ალექსანდრე ცირეკიძეს
თქვენს თბილისს, თქვენს თვალებს ვერ ვენახები; მზე მივლის… მაწვალებს მე ვენახები.
სოფლის წუხილი… ჩვენს ახლო ოსეთია, ვნახე წუხელი,
გუშინ ყარანას ჩვენ დაუგეთ მახე, ვერ დავიჭირეთ! ვინადირეთ მერე წყერები, დღეს კი სოფელში წვიმს, ღელეა და მეწყერები.
სოფლის ბოლოში გავაგზავნეთ გრძელი ყევარი, ამოიტანეს ყველაფერი, გარდა კოდების, ჩვენი მემინდე გაგვიხელდა წყლის ბოროტებით.
რადგან მემინდემ ბავშობაში ზურგით მატარა… სოფელში ბერძნის მოგვეჩვია ჩვენ მათხოვრები, გვთხოვენ სიმინდს და უსიმინდოდ დარჩენ ღორები,
ქორმა დაგვიწყო წიწილების ჩვენ მოტაცება, აამუშავა მოურავმა ორლულიანი… შემოდგომაა მოწყენილი და ღრუბლიანი.
ნიფხავ-პერანგი აქვთ სოველი და გასაშრობი… ყვირის ურია: „საწვრიმალოო! ფართალ-ფართალი!..“ მეტად გაძვირდა კოჭიძაფი და იარდალი;
მოყავს ქათმები, იხვი, ბატები; სიძვირე მეტად უცნაურია, საკითხს გადაჭრა უნდა დადებით.
აივსო მთელი ქვეყნიერება“, თუმცა ჰყავს ძროხა: წყვილად ხბოები და არც სურს მეტი ბედნიერება.
და მწყემს გოგოებს უჩანთ მუხლები; (შენ, ჩემო გულო ნუღარ ახირდი: მეორე გულთან ხარ შეუღლებით)…
მსურდა მოზვრების მე დაფეთება; მრუდედ დადგმული მეჩვენა თავლა, ვითხოვე თავლის გადაკეთება;
და ანგარიში რომ ამერია, უცბად მოვიდა ცუდი ამინდი და მივაშურე შუა კერიას… |
| პოეზიის გვერდი • • • |


