კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 11:05

 

 

დაეშვა თოვლი, ფრინველი ლიბრი,

ბოლოდაწყობილ ფრთების ჭაღარით

და ჩონჩხებიან ხეების ჯიბრი

დაფარა ნაბდით ნაყაჩაღარით.


რა სულიერიც არის ეს ქარი,

ვიცით: მოგვწყინდა ბაიათები!

გარეთ ატლასთა არტყია ჯარი,

შიგნით შავი აქვს გულისნადები.


ქუჩა სიავის გრძნობამ შეფიფქა,

თან მეფიცება ძმობას და დობას

და ყორანივით უცნობი სკრიპკა

ჩემს მხართან ტირის უამინდობას.


კარგია ძილი რკინაზე მძიმე!

ან უცხოეთში უგზოდ დაკარგვა!

კარგია თოვლი, კარგია წვიმა,

მაგრამ, უცნობო, შენ რა დაგარქვა?


და, როგორც ყორანს დააქვს ბრჭყალებით

ჰაერში ნაზი ხელები ქალის, -

სიმები სწეწენ შეუწყალებით

ამ გაგიჟებას, ვედრებას, ხალისს.


წყებათ დალეწილ ზარების დარდი,

დაღლილ ცხენების სუნთქვა და შური.

მე, ნოემბერი და პეტროგრადი -

ასეთი კარგი და უდაბური.


და მარტოობამ სხვა ქადაგებით

გაიგო ჩემი: ვარ გაძარცული!

ამ უცხო ნისლის ბარიკადები

მე მიყვარს, როგორც ჩემი წარსული.


ათოვს გამვლელებს და გულცივ ბაღებს,

სად უნდა ნახო აქ თავის თავი?

ვიღაცა დაჰქრის და ცეცხლს აჩაღებს,

მეც ყაჩაღივით ვარ გამბედავი.


მაინც სად გაქრა ეს წერეთელი,

ჩხეიძეც გაქრა, როგორც ასეთი!

ვიყავი ჩემთვის. ეხლა წერტილი:

სიკვდილი ერთი და უცაბედი.


და როცა ცეცხლში ქანაობს ლავრა,

ბრმების თუნუქებს ტეხენ ლოთები,

ლავრაში ლოცვა ვერ დავამთავრე

და კალუგისკენ გზებს ველოდები.


თან ასე ვფიქრობ: ეს ბავშვი ტირის!

მე კი, რადგანაც გამძარცვეს გუშინ,

გავყიდი გაზეთს, გავყიდი ირისს,

ან და რევოლვერს დავიცლი გულში!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen