კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 09:18

 

 

საფირონებს ატარებს

ჩემი თეთრი საცოლო.

აღტაცებით მადარებს

ამაყ კონკვისტადორებს,

ტრფობა რომ დავაცალო.


ნაზი როგორც მარაო,

ნაზი როგორც პეპელა,

ხშირად ამბობს - არაო,

ნეტა მანეტარაო,

თეთრად და უვნებელად.


ნორჩ ქალბატონს სწყურია

ჩემთან გასეირნება,

ვით მამიას გურია,

იგი უცნაურია -

დავდივართ ჯეირნებად.


ჰყავს კოლიბრი, ფინია,

თუთუყუში ხნიერი;

ფრინველს დაუჟინია,

რომ მე მიყვარს ფინია -

ვიღაცა მშვენიერი.


სატრფო არ ჩამიკონებს,

მაგრამ ცეცხლი მედება.

ჩემი ლექსის სტრიქონებს

იგი ახლა იგონებს -

და მეც მეიმედება.


კანკალებენ ჩადრებით

შეღამების ფერები;

მისთვის კოცნის კადრები,

და ჩვენც მოგვენატრება

თეთრი ჯვარისწერები.

 

პოეზიის გვერდი • • •   პოეზია - ვალერიან გაფრინდაშვილი  • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen