|
მთვარიანო მთავ, ფორიანო ხევ, ცვრით იებს რომ რთავ, ხომლიან ცას ხევ. ნისლი უხვად გდის, უცხო სამოთხევ, გცრიან მარადის ქარით ქარამდის. მე შენი ნთებით, სხივთა ზვინ დებით, ბრეთ ამინდებით ცრემლი არა მდის, მხოლოდ ღვარამდის ცა როს მინდება, ტაროსს მინდობილს ოხვრა მინდება. ლარებს წინ დებულს ვეუარები, მთვარე შინ ძმობილს მეხვიარება. |


