კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 05:39

 

 

 

ყველა ვერ მივა, შორია იგი - სათავე,

ცოცხალი დედა უღამებელი სიცოცხლის.

სადაც ბჭობენ და სიტყვები გემებს მართავენ,

იალქნებს შლიან - ნათელ სივრცეთა მათრახებს,

კილებს ადგამენ სხეულებს, მზეთა საწნახლებს,

ყველა ვერ მივა, შორია იგი - სათავე.

რამდენს დაინთქავს ლურჯი ქარიშხლის ვეშაპი,

გზებზე იქნება მორევები და ზვირთები.

ღმერთებს კი არა, საკუთარ სიტყვებს ვეძახდი,

და მოჰყვებოდა თევზი ბადეებს. ვეძაწყლის

გემო სწყუროდა შორეთში შებმულ ვეშაგებს.

რამდენს დაინთქავს ლურჯი ქარიშხლის ვეშაპი.

რა მაცდურია უსასრულობის სიდიდე.

ზღვების ხმაურსაც რამდენი შეუფარია.

ქვების გულებში ნაჟურამდე თუ ვიდინე,

წვეთად თუ ვიქეც, მღვიმე თუ გადავიბინდე,

თუ დავიდინე სიმჭვირვალე და სიფითრე...

ზღვების სივრცესაც რამდენი შეუფარია.

ვეწყისას აღარ ვუწყი და აღარც დავეძებ.

თავს ავდევ ასე, ჩემივე დასაწყისისკენ.

მინდა ყინულის პირველ წვეთებად დავეცე.

ლოდებს გალიგვულს უმზეო მხრებზე დავეწვე

წყლის წკაპუნის ხმად - სიცოცხლის ჩქამის საძვალედ.

თავს ავდევ ასე, ჩემივე დასაწყისისკენ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen