|
საკუთარ თავში სახეტიალოდ გავიქეცი და დავტოვე სახლი. მე ვარ ის ქალი, რომელსაც ხიბლავს სიახლე ძველის! სიძველე ახლის! ნიჟარასავით გამრიყა ტალღამ, მე ვარ თეთრწვერა სევდის ნათლული, მტყუან-მართალი საკუთარ თავთან. ყური მიუგდეთ იდუმალ ნამღერს, მე ვარ სულმოკლე ბრძენი, რომელიც ღვთის საიდუმლოს ქარებთან ამხელს. არცა ვარ... ვით ნიჟარაში გამომწყვდეული სიცოცხლის ექო, მსურს, ვიხმაურო სიჩუმესავით, ზანზალაკები სულისა ვრეკო. |


