კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 ნოემბერი 2026 16:41

 

 

რომ ვიჯდე სადმე ხისძირში,

ვტკბებოდე დაბინდებით.

ჩიტს უსაქმური ვეგონო,

დამძახოს გაკვირვებით.


შენც იქვე იყო, აპობდე

გაკროლილ კუნძებს შეშად.

მე ვიჯდე ჩემთვის, დაღლილი,

მზე ჩადიოდეს მრეშად.


ვებრალებოდეთ ჩვენობით,

წუთით შეჩერდეს, შედგეს.

სინათლის გვითხრას სათქმელი,

გზა გააგრძელოს შემდეგ.


იმ ერთი წამის რაც იყოს,

საწუთისოფლოდ გვექცეს.

რამდენჯერ მიმწუხრს გავხედავთ

მზის არასოდეს შეგვრცხვეს.


ჩავიდეს, ჩვენში ჩაეშვას,

ვგავდეთ მოცისკრე ღარებს,

სუყველაფერი გვესმოდეს,

რაც უთენდება ღამეს.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen