|
ქარის ფესვივით ვარ და არცა ვარ. არ მოვბეზრდები მთებს და ტრამალებს. თუ შენმა გულმა ვერ დამიტია, ვერც მარტოობა გამათამამებს.
(მარადისობას ლექსებს რომ ანდობ), მე რომ არ ვიყო, მთელი ქვეყანა მოეკიდება სიყვარულს სამტროდ.
სად ვეხეტები, ვინ იცის, დილით, მზეში ვბანაობ და გალუმპული ვგრძნობ, სევდა მკერდზე როგორ მიტირის.
სულს სიყვარულის ნება რომ დართო, მე პოეტი ვარ, მაგრამ შენ მეტად იცი, რაცაა - ცხოვრება მარტო...
სამშვიდობოზე, ვინცა მყავს შიგნით, მე არაფერი გამომასწორებს, ბედნიერებას მივართმევ სიკვდილს.
შეშლილთა მყუდრო სამარე, სანდო, ღმერთო, ნურავინ გაიგებს ქვეყნად, რასაც პოეტი ფიქრობს და ამბობს... |


