კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 14:30

 

 

მოვა საღამო ლურჯი ტივებით,

გახედავს ქართლის უჩინო ნაპირს.

და მწუხრის სტვირი, ძველ მოტივებით,

მორეკავს ცაზე ვარსკვლავის ნახირს.


ჩამოწველიან სავსე ცურების

ნამს და მანანას ტუხტი და დეკა.

შავხარიანი მთვარის ურემი

მოიჩარდახებს ბაკმიან თექას.


ნისლებსაც, ქართლის მინდვრებზე დახრილს,

ლექსივით დაჰყეფს ბედის არწივი.

მზისა და მთვარის დევნაში დაღლილს,

სულ შენზე ფიქრი მინდა მაწვიმდეს.


გავიყოლიებ შორს სევდის კვიცებს

და სიზმრებს, ცხადის ცეცხლზე ალესილს.

შენ საფერებელ მკლავებზე მიწევს

მარტოობისგან მკვდარი ალერსი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen