კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 21:49

 

 

ჩემს ბავშვობაში ვიყავი ბავშვი,

მოხეტიალე კოტორი ღრუბლის.

მერე მზითა და ქარებით გავშრი

და გავქრი, როგორც ჩრდილები უფლის.


მაგრამ სიცილის მახსოვს ოთახი,

ატრაქციონთან, ოთახი პარკში.

ერთხელ შევედი, ისიც ცოტა ხნით,

მახინჯი იყო იქ ყველა ბავშვი.


იმ უცნაურმა სარკის ციმციმმა

დაგრიხა ჩემი სულის ხის ვარჯი,

ბავშვურმა სულმა რაღაც იმძიმა,

უმატა ბედის ასახსნელ ვარჯიშს.


მეგონა, ქვეყნად ვინც და რაც იყო,

იყო მარადი და ერთადერთი.

ჩემს ბავშვობაში ვიყავი ბავშვი

და არ ვიცოდი, რა იყო ღმერთი.


ახლაც ბავშვი ვარ, მაგრამ მახინჯი,

მარადისობის ძებნაში დავშვრი.

მსურს გავუმრთელო სიცოცხლეს ხინჯი,

სანამ სამყაროს სიტყვებად დავშლი


და აღმოვაჩენ საკუთარ საწყისს -

ღვთაებრიობის სამხილს და განცდას.

ნეტავი იმას, ვინც დედამიწას -

სიცილის ოთახს შემთხვევით ასცდა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen