|
გზაზე მიდის ერთი კვიცი, სადაც მიდის, კარგად იცის. დაიღალა თამაშით, მიდის თავის თავლაში.
მოუსვრია დრუნჩი ნაგვით. დაიღალა თამაშით მიცუნცულებს თავლაში. თაგვს იმ დიდი თავლის ბოლოს აქვს თავისი ციცქნა სორო.
მიდის მიიჩქარის, ჩხავის. დაიღალა თამაშით, ისიც მიდის თავლაში.
იქ ყვავების ბუდე არის. ფუღუროც აქვს თურმე იმ ხეს, შიგ ბუ ბუდობს, ემალება მზეს და სიცხეს.
სკა, საქათმე, სახლი. ერთი ბუდრუგუნაც ჩანს, შიგ ვინ ცხოვრობს? - ძაღლი.
ზოგი მარჯვნივ, ზოგი მარცხნივ, რა კარგია, თუ გზის ბოლოს ყველას ელის თავის სახლი. |


