|
შევცქერ ოთახის ოთხ კედელს ისევ - ჩემი ურწმუნო ცხოვრების ოთხთავს. დანაყრებული მარტოსულობა მიწიდან ცამდე სცემს ხოლმე ბოლთას.
მოსჩანს სიტყვების მაშველი ანძა. სევდის თოლიებს - ჩემს თვალებს ჰკითხე, როგორ დაგდევდნენ ქარივით ანცად.
კვირტები, როგორც ნაზი კარმელი. რით მოატყუებ გულს გაზაფხულზე, როგორ გაუმხელ, რომ აღარ მელი...
ლექსის ზვარაკად შენ... შენ მიმყავდი და მზის სხივებით დაჩხვლეტილ გულით როგორც შემეძლო, ისე მიყვარდი.
და მზერას ისევ ვაპყრობ კაბადონს. ცა - უსინათლო მოხუცი მამა ზის და საკუთარ თავთან კამათობს… |


