|
ღრუბელო, მოხველ, იტირე, მეც ამატირე გულითა, ახლა სად მიხვალ ან როდის მომიხვალ თეთრი ქულითა? და დაუამო წყურვილი, ენატრები-თქო, უთხარი, კვდება-თქო შენი სურვილით. ქცეული ქვად და მიწადა. იქნებ გენახა, ღრუბელო, მეტყოდი, რაღა მიშავდა, უბეში ღამენათევ ცვარს გამოგატანდა ნიშნადა... |


