კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 02:30

 

 

სინათლე ავსებს ამ მთვარეს, ახალს,

ვით რენუარის ქალწულებს - ხორცი.

ვიხდი ალერსის ცხროვიან სახადს,

პატარძალივით ნაზი და მორცხვი.


ღამეს უბზინავს ვარსკვლავის ქერცლი,

ჩემს მარტოობას გავამხელ კოცნით,

მიმინაპირებს ნაცნობი მკერდი -

დაუსახლებელ კუნძლის კონცხი.


ჩემი არყოფნის მისამართს ვმალავ,

გსურს გამომტყუო ათასი ხრიკით,

პეშვით დამაყრი სხეულზე ალმასს,

გასხლტება ჩქამი სიბნელის იქით.


თავს შეაფარებს ღამის ნაპრალებს

ვნებებისაგან დაცლილი კვნესაც.

და უშენობას რასაც ვაბრალებ,

ვედრებასავით მხურვალედ ვლექსავ.


დაკარგულივით ვეძებ და ვეძებ

გზას, სიყვარულთან კვლავ რომ მიმიყვანს.

ნეტა ვიცოდე, ვის ვწირავ ვერძებს,

ნეტა ვიცოდე, ასე ვინ მიყვარს?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen