კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 14:17

 

 

ცის სადაფი სოსანისფრად

ამწუხარებს ქართლის მინდვრებს.

მესიზმრება - გზას მივყვებით,

გზა შორს დედამიწას მისდევს.

ხან თამამად,

ხან ბორძიკობს

და ბიბლიურ მუხლებს იყვლეფს.

მზე კეფიდან ჩუმად უმზერს.

არ ჩამორჩეს უნდა. ქართლი

მიიდენის მაკე კამეჩს,

სახრედ იქნევს დროს,

ღვთის გათლილს.

ჯერ არც ნოე გაჩენილა,

არც მაყვლის ბარდს ცეცხლი ასდის.

ყველაფერი არც კი არის,

ორსულია ჟამი რადგან…

არც უდაბნომ იცის, რომ ზღვას

ის მკლავებში უწევს ბალღად,

არც ზღვამ იცის,

რომ უდაბნო

იყვავილებს უფლის სახლად.

რომ ოდესმე მეც აქ მოვალ

და თვალებში ჩავისახლებ

მარადიულ სიზმარივით

ქართლს - სამოთხის ხილულ სახეს,

სად სიჩუმე მდუმარებით

უფლის მეტყველ სუნთქვას ამხელს.

ჯერ კი მხოლოდ დილაა და

ფეხშიშველი ქართლი მისდევს

სამწყემსავად დროს.

ხრიოკზე,

გზად,

ბიბლიურ მუხლებს იყვლეფს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen