კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 10:23

 

 

 

დღის ცაზე ხედავ ვარსკვლავებს,

ხედავ, ომი აქვს სიყვარულს.

სულს და ხორცს ვეღარც ანსხვავებ,

დარდი ფეტვივით გიყრია.

უნდა მოასწრო იმ დღემდე,

და მზიდან გამოარჩიო.

თავსაც არ უნდა იმხელდე,

სიტყვებიც ხელით არწიო.

დღეები მუცლით ატარო,

რომ შვა უთვალავ არსებად,

და ბედისწერის მატადორს

მზერით დაუდნო ისრები.

შუაღამის მზეს აფიცხო

ვნება, მარადი, უბიწო,

გულს თრთოლვა რომ არ გაუცვდა,

სიკვდილსაც უნდა უფიცო.

რომ აღარავის ეუწყოს

შენი მარტვილი ტრფიალით

ეს მერამდენედ, რა ურცხვად

ბრუნდები გულის რბევიდან.

სულეთის გზებსაც ეჩვევი,

ტკივილი გიყვავილდება,

ფრენენ სიკვდილის მერცხლები

და ვნების დარიც გრილდება.

ო, ჩემო სიტყვის მეუფევ,

ამდენ ამბებად მაპნიე,

შენ ფიქრის ტყეებს, გრძნეულებს,

ვნების ჭინჭებს რომ ვაბნევდი.

რომ გზა მენიშნა, ფარულად,

ვისაც ველოდი ჩემ ომში,

ვტიროდი მხიარულებას

ცრემლით ვავსებდი ძველ ორშიმს.

რომ მქონებოდა მასპინძელს

ღვინოც, თაფლიც და მახვილიც.

დამედო შენ საპირწონედ

ეს სიყვარულის გამხელა.

მე სიმარტოვის ჯვარცმა ვარ,

(და სულ ცის გახსნას ველოდი),

ჩემს ხელში ისიც გაწამდა,

ორთავესი თქვით შენდობა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen