კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 07:00

 

 

სად გინახავთ, ციყვს და კურდღელს

ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი? 

ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს,

აციებდნენ  სულის ბერვით?


თაფლს მიირთმევს თუმცა ხშირად,

არც დათვს არ აქვს დიდი კოვზი,

არც მელა წვავს თევზს ტაფაზე,

ყლაპავს ერთი თათის მოსმით.


ჩვენ გვჭირდება ჭიქაც, ქვაბიც,

თეფში, კოვზი, ტაფა, სინი,

თორემ  აბა, ჩაიდანში

ხომ არ უნდა ჩავყოთ ცხვირი?!


იქნებ ხელი ვტუცოთ ჯამში,

როცა იხარშება ფაფა?

წვნიანში კი  კოვზის ნაცვლად

ჩავდებთ ბურთს ან ჩვენ ჭრელ საბანს.


განა ასე  შეიძლება?!

დაცვა უნდა წესს და კანონს!

სუფრას ჭურჭლით გაშლა უნდა,

ხელს სურს, საპნით დაიბანო!


ქვაბს სურს, კერძი რომ მიირთვა,

ჭიქას - წვენი რომ დალიო.

დედას უნდა, გაიზარდო,

არ დაგჭირდეს  წამალიო.


მადლობაც ვთქვათ! ესეც ასე.

გაებადრა დედას სახე!

დასვრილ თეფშს  რომ ნიჟარაში

დებ, ეს ვიცი, გუშინ ვნახე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen