მთარგმნელი: ელექსანდრე ელერდაშვილი
|
არ თქვათ მიჯნურზე - „მისი კვნესა ცოდვაა კრული", ცოდვილნი თქვენ ხარ, რომ არ გესმით ტრფიალით თქმული. მე სააქაო-საიქიოს ფიქრს არ ვიკარებ, მადლობა უფალს! - უგნურებაც მასწავლა ბრძნული.
მე ვდუმვარ, მან კი ამიკვნესა გნიასით გული. დღეს მე უნიღბოდ ვმღერივარ და სად ხარ, მუტრიბო, საამო ჰანგი რომ შემიწყო, ნუთუა რთული?!
ვნახე და ახლა ჩანს მშვენება ამქვეყნის სრული. მე თრობით საშველს ვეძებ ახლა ღვინის სარდაფში, - ასი ღამეა, რაც ვფხიზლობ და არსად ჩანს რული.
ღვინო მასვით, რომ დავივიწყო ეს ყოფა მტრული. ჩემს გულში რადგან ჩაუქრობლად ანთია ცეცხლი, ყველა თაყვანს მცემს, რაგინდ ჰქონდეთ მათ უცხო რჯული.
ვკვდები და მაინც ჩემთვის არსად ჩანს დასასრული. ჰაფეზს წუხელის შემოესმა სატრფოს ძახილი და მის სხეულში წამიერად გაბრწყინდა სული. |
| პოეზიის გვერდი • • • |


