მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
|
მომღიმარი... ვნებით მთვრალი... თმა ქარდაქარ რხეული... ლექსის თქმით და ფიალით და პერანგჩამოხეული... ჩემს საწოლთან შუაღამით თვისი ნებით წვეული, ჩემს ძველ მიჯნურს თვალთან ძილი რად აქვს შემოჩვეული?!" თუ არ შესვა, სიყვარულში იყოს მარად წყეული. ცისქვეშეთში მხოლოდ ღვინო არის ჩვენგან რჩეული! გინდ სამოთხის სასმისთაგან წვეთ-წვეთ ჩამოფრქვეული. მოციმციმე ფიალა და ზილფი ზილფში ხვეული. |


