კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 14:11

 

 

I

 

თითქოს ფუტკრები ფხაჭნიან დუმილს,

წიგნიდან დგება ფიქრი ფუსფუსა,

წამოიშლება ასოთა მუმლი

და შემესევა ტანზე ბუსუსად.

მომეჩვენება მცხეთა, არმაზი -

ხან ზმანება და ხან - სინამდვილე,

ოდიშის ჭალა, ველი ალაზნის,

შენ ხან მწირი ხარ, ხან - მონადირე.

ასეთი სიზმრად თუ შემხვედრია,

სად მოგიჭრია, სადაურია?

ხან ჭოგრიტია, ხანაც კვერთხია,

ხან ჯადოსნური სალამურია.

ჭოგრიტში მოჩანს, როგორც სიზმარი,

ჩვენი წარსული და მომავალი,

კვერთხში კი წვანან გზები სავალი

და სალამურში ხმები მძინარი.

ძველი იყალთო, გრემი, გელათი,

არმაზი, მცხეთა თუ საფურცლია,

დრომ მოიყუდა ხელადებივით,

შეუსვამს... მაგრამ ვერ დაუცლია.

და მცხეთის ფრესკას, ნახევრად წაშლილს,

და სერაფიტას დაფერფლილ აჩრდილს

მან დააკერა სიტყვა წამწამად

და მოახვია ფიქრი დალალად...

გურამიშვილის ცეცხლით გვაწამა

და მისი ბედით ჩვენც გვავალალა.

 

II

 

შენ კალმის წვერით ტანზე ამცერი,

სალამურივით ვარ დადაღული.

მოდი, მიკურთხე უცხო ნაწერი

და ამიხდინე სიზმრად ნახული.

არ ვარ უბრალო დუდგულის ღერი,

ჩამბერე სუნთქვა და ამამღერე!

სახსრებს მილეწავს სანამ სურვილი,

სანამ მყუდრო მაქვს საჩრდილობელი,

დე, ღვთაებრივი სალამურივით

შვიდგან გამეხსნას ნაჭრილობევი...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen