|
შუაღამეა… ზღვის ნეტარ გულში წყნარად სხივებს ჰბანს კაშკაშა მთვარე… შუაღამეა… ვარსკვლავთა კრება მორცხვად ციმციმებს შუქმოელვარე…
მსურს მთვარესავით სხივებში მხვევდე… ერთხელ დახედე ჩემის ყოფნის ზღვას, ერთხელ ჩემს გულშიც ჩამოიხედე!
სალამურს უკრავს, ღუღუნებს სტვირი, ხედავ, ნაზ ყვავილს როგორ ეხვევა მთით მოწყვეტილი ცელქი ზეფირი!
თავდავიწყებით მიწას ვემთხვიე, სატრფოვ გულისა! ცელქ ნიავივით შემომეკონე… შემომეხვიე! |


