კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 12:14

 

 

სამოთხის ლამაზმანებო,

უადამებო დამებო,

თქვენ გამახსენეთ ედემის 

დედიშობილა სამეფო.


ცას ევასავით შესცინით, 

მზეს ეუბნებით: ჩადიო!

ლამის საჩემო სამზეო 

ღამის ჩარჩოში ჩატიოთ.


ლოველასებმა გაკურთხეს: 

ღმერთმა დაგწეროთ ჯვარიო!

როგორმე უნდა მოვქრთამო 

მეც თქვენი იმპრესარიო.


თქვენი ფერი და ფერვალი 

საზღვრებსაც აღარ განარჩევს:

მინიმალური სამოსიც 

ეზედმეტება დანარჩენს:


რაღა დარჩა და თითქმის და 

ცოტაც და რაღა აკლია:

არც ურეკია საჭირო, 

არც გაგრა, არც ანაკლია,


არც პოდიუმი: გეწვევით 

და აღარც მოგეხათრებით,

მოწყალე მენატურენო, 

სად დაგეკარგათ მხატვრები?!


ყოველდღე თქვენი ზეიმი 

და თქვენი ბენეფისია,

მაგრამ, სამოთხის ჩიტებო, 

ვინაა თქვენი "ბიძია"!!!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen