|
მე ახლა დავდივარ რედაქციაში, სადაც კედლების ჰაერია, სადაც ჭერი იატაკზე მაღლაა, სადაც მაგიდები თავს გრძნობენ ბუნებრივად, სადაც კალამი მუდამ მელნიანია, სადაც გახსენდება, რომ ამბულატორიაში ამოგიღეს ჭიანი კბილი, სადაც ისე უკიდებ პაპიროსს, რომ ვერ ამჩნევ ასანთზე წარწერას: "გამარჯვება". სადაც რედაქტორი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და ისე გელაპარაკება, როგორც ტრამვაის გაჩერებასთან, როდესაც ტრამვაი უკვე ახლოვდება. |


