|
დღე გაფითრდა იაგუნდის, დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები.
როს მცხეთაში წავედი, სად აზიდა სერაფიმმა მწირის ცა, ვარსკვლავები.
ტალახებს ვერ დავზელდი, და თავიდან ფეხებამდე მასხა, ძლიერ დავსველდი.
ძლიერ, ძლიერ ავადა. ის მწარე დღე, გსურს თუ არა, მოვა თავისთავადა.
დგას ღრუბლების ჯგუფები. რაგინდ დიდი გული გქონდეს, მაინც დაიღუპები. |


