|
მინდოდა ჩემი წლების კასეტა ათი წლით უკან გადამეხვია, გადავახვიე, გადავრაზე და ჯერ დედაჩემი გადამეხვია. ვეღარ შევჩერდი: უცებ კასეტა ოცი წლით თვითონ გადამეხვია: მამა, რომელმაც გამაასეთა, დედაჩემივით გადამეხვია. ჩემზე ამბობენ - ამაყიაო, ჩემზე ამბობენ - ჯავახიაო, მინდა, ფერები გავაღიაო, და ყველა კარი გავაღიაო, ვიდრე მეტყოდნენ - დაახვიეო! |
| პოეზიის გვერდი • • • |


