კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2026 21:15

 

 

ხუმრობა

 

ნავში ჩამსხდარან ტურფები

და ტურფა ლოყებს ბერავენ,

აფრიანია ის ნავი

და აფრას სულს უბერავენ.


ზღვა სარკესავით მშვიდია,

ნავი მიცურავს მძიმედო,

ნიავს ნატრობენ ტურფები

ვაგლახ, ტყუილო იმედო.


უბერეს აფრას, უბერეს

სულ წყნარ ამინდში იარეს

და ასე ბერვა-ბერვაში

მთელი ზღვა გადაიარეს.


ქალაქს მივიდნენ ტურფანი

სად მოუთმენლად ელოდნენ,

მაგრამ დამხვდურებს ხელთ შერჩათ

რასაცა არ მოელოდნენ.


ტურფებს შორიდან ჩამოსულთ

მუხთალი ბედი რგებოდათ,

ვით მეზღვაურებს, ვეებად

ლოყები გასივებოდათ.


ვიღამ თქვა მათი სიტურფე....

დამხვდურთ აუტყდათ ხარხარი.

ერთურთს უცქერდნენ ტურფანი

და დასცემოდათ თავზარი.


თითქოს სუყველას ლოყებში

ედო ათ-ათი ქლიავი...

აი, რას ნიშნავს თუ დროზე

არ დაუბერავს ნიავი.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen