კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 21:26

 

 

თუ მომკლავ, არაგვზე მომკალ,

იქ დამეწიე, სიკვდილო, -

მარტო არ დავრჩე, ჩემს გვერდით

შავმა არაგვმა იდინოს,

ჟამი-ჟამ ჩვენი ქედების

ქედანმა გადამიფრინოს.


ჟამი-ჟამ ყურში ჩამიდნეს

თოვლი თოვლისფერ მთვარისა,

მეც გავიგონო ჩურჩული

მთების, ლამაზი ქალისა,

ათასჯერ აყვავებულის,

ათასჯერ ჩამომდნარისა!


შუაღამისას არაგვზე

ჩამოიარონ დევებმა -

ღამის ძმებმა და შვილებმა,

არაგვის ძუძუმტეებმა,

დადგნენ და დამკრან ბეჭებზე

თავის ტოტები ვეება.


შემოიტყუოს კლდემ ჩრდილი

და გვერდით დაიწვინოსა.

დათხოვდნენ ლაღნი ვარსკვლავნი,

გასცდნენ ცის სანაპიროსა,

მე კი ყველაზე ლამაზმა

ვარსკვლავმა დამიტიროსა.


იმ ვარსკვლავს ხელი მოვხვიო,

ჩემი ქორწილი მეგონოს,

ჩემი პატარძლის ცრემლები

მთვარემ გვირგვინად შეკონოს

და მექორწილე მაყარმა

დაცლილი ყანწი მესროლოს...


იღრეონ გადასულებმა

ამ ჩვენი ხეობისამა:

შემოაბუქოს ჭალები

თეთრონმა ბუთლაისამა,

ჩაბუქნოს სამხარაულმა,

რყევა დაიწყოს მიწამა.


ამღერდნენ ბუბუნაურნი,

ძილი წაჰგვარონ ხეობებს

და ჩემი დეკის ყვავილი

ჩემს გვერდით მოირხეოდეს,

დამიძმობილდეს სიკვდილი

და ჩემს სუფრაზე ღრეობდეს.


თუ მომკლავ, არაგვზე მომკალ,

იქ დამეწიე, სიკვდილო, -

მარტო არ დავრჩე, ჩემს გვერდით

შავმა არაგვმა იდინოს,

ჟამი-ჟამ ჩვენი ქედების

ქედანმა გადამიფრინოს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen