კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2026 03:19

 

მთარგმნელი: მთარგმნელი: სოსო სიგუა

 

ყველა დიდება, სიმამაცე, მზერა კეთილი

მავიწყდებოდა მე მწუხარე ხმელეთის პირზე,

როს შენი სახე ამ ჩარჩოში გამოკვეთილი

ჩემს მაგიდასთან ციმციმებდა უბრალოდ სხივზე.


დადგა ჟამი და შენ წახველი ჩემი სახლიდან,

მეც  გადავუგდე საყვარელი ბეჭედი ღამეს,

ახლა კი შენი სიყვარული სულ სხვას დაღლიდა

და შენი სახე მშვენიერი გაჰყვა იმ წამებს.


გაფრინდნენ დღენი მოშრიალე წყეულ ფრთოსნებად...

ჩემი სიცოცხლე გაიტანჯა ღვინით და ვნებით...

და გაგიხსენე, როცა ვიდექ ანა ლოესთან

და შენ გეძახდი სიყმაწვილის გარდასულ წლებით...


მე შენ გეძახდი და ცრემლებმა თვალი დაბინდა,

აღარ მომხედე, მოწყალება შენი ვერ ვპოვე,

შენ, მოწყენილი, შეიმოსე ლურჯი ლაბადით,

სახლიდან წახველ, რომ გეძებნა სხვა სიმყუდროვე.


არ ვიცი, ჩემო საყვარელო, თუ სად ჩაბარდა,

რომელ საყუდარს ის ამაყი შენი სახელი.

მე  მძინავს მაგრად, მესიზმრება შენი ლაბადა,

ნესტიან ღამეს შენ რომლითაც გარეთ გახველი.


რომ არ ვიფიქრო დიდებაზე მართლაც დრო არის,

ანდა რა მერგო, სიჭაბუკეც ფუჭად გავიდა,

და შენი სახე, ამ უბრალო ჩარჩოში მდგარი,

ჩემი  ხელებით მოვაცილე მე ჩემს მაგიდას.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen