|
1
ბაბილონიდან ახლო იყო მაინც სიონი, მოჰქონდათ სუნთქვა კედრონისა უდაბნოს ქარებს
გულზვიადი კავკასიონი, ხალხთა ტომების გადარაზულ, დაკეტილ კარებს.
ორმაგია ცრემლი მიწისა; იჯდენ, სტიროდენ მდინარეზე ბაბილონისა.
წინ ედგათ მკვდარი, არაქსის მოთქმას ბანს აძლევს მტკვარი.
წაჰყვება დაისს, ისმის ზრიალი ოჰ, ადონაისს.
რაც შეაგროვა, რისხვად თავს აყრის ხალხს იეღოვა.
შეღებილია და სისხლს მოითხოვს მაინც ბიბლია.
და სიზმარში ცრემლნი მოდიან, აქამდე სტირის ებრაული ეს მელოდია.
ბაირონის მრისხანე ქნარი, ჰანრიხ ჰაინეს მიმატებულ ცრემლით დამდნარი.
განა ამ ხმას სადმე ასცდება?.. ჩქარა, მგოსნებო, თორემ გული მართლა გასკდება...
2
მეც მაგონდება ჩემი ბავშვობა, მესმის, ღუღუნებს დავითის ქნარი. ჲაფეთის ქალი, პანტოფრეს ცოლი, ყრმა იოსების მშვენებით მკვდარი
შემოხიზნული აბიათარი. ამ დროს ეზოში დაყეფავს ძაღლი და მიასკდება გაღებულ ჭიშკარს, შუკის ბოლოში ისმის ძახილი და დანიელა მოუხმობს მუშტარს.
ერთს თვითონ იტყვის, სხვას ბავშვი ბღავის: - საპონი, შპილკა, გუნდა, მიხაკი, ნუთუ არ გინდათ, ხალხო, არავის?
დაედევნება მეწვრილმანესა ცელქი ბიჭების მთელი კალია, და საწყალ ცხენის ძუა სად არი? ფიცავს და სტირის, ცრემლი არ გჯერა, ღმერთსაც ატყუებს დღეში ასჯერა.
თრევა, წანწალი და ჩარჩობა მისი ბედია. ცრემლით ვთხოვ დედას, ამ საწყალ კაცს ნუ ევაჭრება, თითქო გულს ადევს თავის ადლზე საპნის ნაჭრებად.
როცა ბეილისს გაუმართეს გასამართლება. გრგვინავდა მაშინ სტუდენტების გული გმირული, მაგრამ მართალი გულის კაცი აქ რას გახდება.
საბედისწერო მე ვიგრძენი სიტყვა "პოგრომი". |
| პოეზიის გვერდი • • • |


