|
I
მაშინ ოვიდი სტიროდა აქ რომს და იქ დარჩენილ შვილების ალერსს. ფოლადის ნაჭედს დროც ვეღარ აქრობს, რომიც ვერ უძლებს ადუღებულ ლექსს.
ნისლით დაბურულ პეტროგრადის ცას. თითქოს ეს იყო ჯერ კიდევ გუშინ და პეტროგრადი აღარ დაიქცა.
ამორძალების შემუსრა ჯარი, მაგრამ გასცვალა ქალის ქამარში ლომმა ლომური თავის აბჯარი.
აქ გადამთვრალი სკვითების ურდო. გზად გაუვლია აქ მაჰმადის ხმალს, რომ დუნაიზე გადაეყუდოს.
ამ ზღვის ნაპირებს გადაერია, მაგრამ დამშვიდდა იმათი გესლი, მწუხრის ნისლშია დღეს ქიმერია.
ლექსებმა გული რად ააფეთქეს? ყელწაგდებული იმღერის გედი, პირდაპირ სცემენ შუბლს და საფეთქელს.
იქნებ ევქსინის პონტიც ამოშრეს, მხოლოდ იცოცხლებს ლექსის ატომით რაც პოეტის გულს დაღად ამოჭრეს.
და იქ დარჩენილ შვილების ალერსს, ფოლადის ნაჭედს დროც ვეღარ აქრობს და მეც ვაგრძელებ გაუწყვეტავ ლექსს.
II
განა თუ მართლა გადმოვიკარგე, მე ჩემი ნებით გადმოვიკარგე. ვნახე სკვითების ველური მხარე, ვიცი ეს მიწა მე აღარ მარგებს...
მაგრამ ეს გრძნობა ვის დავაჯერო, იქ მოსატეხი რომ გახდა ყანა, მე აქ დავეძებ გვიმრების ჩეროს.
დგება სკვითია და ქიმერია. მე ვის მოვთხოვო ეხლა ალერსი, როცა ცრემლები გულს მოერია.
და აატირებს ქრისტეს ბაზარზე, ამბობს ცრემლებით ქვეყნის სამდურავს ძუით მიბმული ძაღლი ბაწარზე.
მეც მაგონდება ჩემი ბავშვობა. ათასჯერ გული რომ გადავრაზე მაღირსეთ ერთი ცრემლის გაშრობა.
და აკვანიდან ამის მოლოდინს, მეც ქარიშხლიანს ვიგონებ წარსულს, მელანდებიან ზღვაზე სკვითები და სინანულის ცრემლი ჩამომდის. |
| პოეზიის გვერდი • • • |


