|
ზოგიერთების საპასუხოდ
შეჰვედრა უფალს მგოსანმა - მეფემ: "ღმერთო ძლიერო, შემიწყალეო! ჩემთანა გული წმინდა დაჰბადე და სული წრფელი განმიახლეო!..
და აუმაღლა მგოსანთა გული... საერო განძად, საშვილიშვილოდ ჩასდვა სიმართლე და სიყვარული...
ხელთ მისცა რჩეულთ უმანკო ქნარი, და უსუპის წილ სიმებს ასხურა შეზავებული თაფლ-ნაღველ-ძმარი.
გაისმა ქვეყნად მარად და მარად, ზოგისთვის ის ხმა თაფლ-მალამოა ზოგს გულზედ ხვდება ის ნაღველ-ძმარად.
ორივე სწორად მოხიბლულია, და თვით მგოსანიც ერთის საქები, ათასისათვის წყევლა-კრულია.
ყოველი ზრახვა არის ამაო, სულს შემუსრვილს და გულს დამდაბლებულს ნუ შეურაცხჰყოფ შენ კი, მამაო!”
ცა და ქვეყანას ესალბუნება!. ზევსური მისი უტყუარია და მრავალფერი, ვით თვით ბუნება! |
| პოეზიის გვერდი • • • |


