კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2026 15:23

 

 

მთვარიანი ღამე იყო,

წყნარი, გრილი, მომხიბლავი!.

ზეგარდამო მადლსა ჰფენდა

ძალთა-ძალი უხილავი.


ცა ქვეყანას, ქვეყანა ცას

ყურს უგდებდენ ერთმანეთსა;

მით ორივე შეთანხმებით

ადიდებდენ შემოქმედსა!


ცის და ქვეყნის შუამავლად

სხივი იყო მთიებისა

და იმათში პირველობა

შუქურ-ვარსკვლავს მიეთვისა.


თვით მცენარე აღმაკმევით

მიმოფენდა სუნნელებას...

სიჭაბუკე ძალსა გრძნობდა

და სიბერე გაახლებას...


წამი იყო. სასუფევლის

მრავალ-მეტყველ მდუმარება

და ნაყოფი სამოთხისა

ამაჟრჟოლი ნეტარება.


აქ უეცრად ვარდის ბუჩქი

შეინძრა და შეირხა რტო,

ზედ ბულბული თურმე იჯდა

გამსჭვალული მარტოდ-მარტო.


მოერია გრძნობა მმღერალს,

გულში მადლი ჩაესახა!.

ტბილ-ზევსური, მწარე ზარი,

ორივ ერთად შემოსძახა.


ხმა გაისმა სხივნართი რამ,

ზეამტანი, ამაძგერი!.

ყველა სმენად გადაიქცა,

უსულო და სულიერი.


მოფერადე ჰანგით-ჰანგის

დაიქანცა, დაიღალა,

თითქოს ჩასდნა თვის ჭიკჭიკში:

ხმა შესწყვიტა, გაქრა ძალა!..


ნაცვლად მისსა იქვე ახლოს

აჭიკჭიკდა სხვა ბულბული...

იგივ კილო, იგივე ხმა...

შიგ არც სული და არც გული!.


თურმე რაღაც სათამაშო

ბავშვს ეჭირა, სულს ჰბერევდა

და მანქანიც ხელოვნური

ბულბულისა ხმით უკრავდა.


მაგრამ ნამდვილს ისე ჰგავდა

ვითა მწუხრი განთიადსა,

ვით უსულო სულიერსა

და აჩრდილი მისვე ცხადსა.


შევადარე ერთმანეთს,

შევუწონე დიდსა მცირე

და ასე ვსთქვი: „სხვა-და-სხვაა

პოეტი და მოშაირე!"

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen